ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალური ინტეგრაციის აპლიკაცია „არეალი"

10 ივლისი 2018 - 10 ივლისი 2018
Share

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშომლობის ფარგლებში შეიქმნა ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალური ინტეგრაციის აპლიკაცია „არეალი".

გაფართოებული რეალობის კულტურულ მემკვიდრეობასთან ინტეგრირების პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პირველკურსელისა და აბიტურიენტის მიერ, ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებთან ერთად, განხორციელებული სტარტაპია.

ამ ეტაპისთვის, აპლიკაციაში შეტანილია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის 50-მდე ნამუშევრის ტექსტური და აუდიო ინფორმაცია. აპლიკაციას ასევე დამატებული აქვს ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებზე „ფერის შეცვლის" ფუნქცია, რაც დამთვალიერებლისთვის სახალისო და საინტერესო იქნება.

აპლიკაციის „არეალი" გამოყენება ეროვნულ გალერეაში არსებული პლანშეტების მეშვეობით ნებისმიერი დამთვალიერებლისთვისაა შესაძლებელი. პროექტის შემდგომ ეტაპებზე, ვიზიტორთათვის აპლიკაცია ეროვნული მუზეუმის სხვა გამოფენებზეც იქნება ხელმისაწვდომი.


პროექტის პრეზენტაცია: 10 ივლისი, 13:00 საათი.

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.