“საუბარი კურატორთან”

20 მაისი 2011
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი, გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას “საუბარი კურატორთან”. პროგრამა საქველმოქმედო მიზნებით ჩატარდება უნარშეზღუდული და სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის.

პროგრამა მოგვითხრობს ს. ჯანაშიას სახ.საქართველოს მუზეუმის გამოფენის “არქეოლოგიური საგანძური” შესახებ.

პროგრამას წარუძღვება საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ლორთქიფანიძე. 

დასწრება უფასოა.

დასაწყისი – კვირა, 13.00სთ.

ჯგუფები მიიღება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. 

რაოდენობა – ჯგუფში 10-20 ადამიანი.

საკონტაქტო ტელეფონი 293 16 52 (12.00 – 16.00) მობ. 577 24 55 76 – საგანმანათლებლო დეპარტამენტის მენეჯერი - ნუკა ჩხარტიშვილი