დიმიტრი გეგენავას ლექცია „ეკლესია-სახელმწიფოს სამართლებრივი ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში"

12 ივნისი 2018 - 12 ივნისი 2018
Share

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი, გთავაზობთ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, ასოცირებული პროფესორის, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორის - დიმიტრი გეგენავას ლექციას: „ეკლესია - სახელმწიფოს სამართლებრივი ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში".

ლექცია გაიმართება 12 ივნისს, 16:00 საათზე, საბჭოთა ოკუპაციის ამსახველ საგამოფენო დარბაზში.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3