მუზეუმის ფესტივალი 2018

15 მაისი 2018 - 30 მაისი 2018
Share

#მუზეუმისფესტივალი #GNMuseumFest

15-30 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალს! ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენა, ვუმასპინძლებთ მსოფლიო შედევრებს იტალიიდან, ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნის პრეზენტაციები, მოეწყობა საჯარო ლექციები და სხვა.

ფესტივალი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.

ფესტივალის პროგრამა:

• 15 მაისიდან: გამოფენა ტიციანი - ფერთა ოსტატი: ღვთისმშობელი ყრმით"- დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11.

• 16 მაისი, 16:00 და 17:00 საათი: გამოფენის ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი" ფარგლებში, პროექტის დირექტორი, მაგნუმის წარმომადგენელი საქართველოში ეკა ენუქიძე გაუძღვება ექსკურსიებს - ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8. (საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია - 292 32 27). 

• 16 მაისი, 19:00 საათი: წიგნის „საქართველოს ეროვნული მუზეუმი" პრეზენტაცია - დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11. 

• 18 მაისი, 10:00-17:30 საათი: „მუზეუმების საერთაშორისო დღე" - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყველა მუზეუმში დამთვალიერებელთათვის შესვლა თავისუფალია.

• 19 მაისი, 10:00-17:00 - გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ (მისამართი: კუს ტბის გზა N1)

- 10:00 - 17:00 ექსკურსიები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ზონებში; გაცოცხლებული ისტორიები; 
- 11:00 - საუბრები ეკოლოგიაზე; 
- 12:30 - ეთნოგრაფიული ფილმების ჩვენება 
- 13:00 - პრეისტორიული ტექნოლოგიები - (ქვის იარაღების დამზადება); 
- 13:00 -17:00 - ხალხური რეწვის გაკვეთილები (ტრადიციული დურგლობა; ტრადიციული ქსოვა; ტრადიციული მეთუნეობა; ხეზე კვეთა)
- 15:00 - შემეცნებით გასართობი თამაშები: ტრადიციული შეჯიბრი მშვილდოსნობაში; პირველყოფილი მონადირე

*პროგრამებში მონაწილეობისთვის საჭიროა მხოლოდ მუზეუმის ბილეთის შეძენა. ბილეთის საფასური: https://bit.ly/2wPnfX9 ► ვიზიტი.

• 19 მაისი, 21:00-01:00 საათი: ღამე მუზეუმში" - ახალი გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, მუსიკალური ნომრები და საჯარო ლექციები:

- 21:00 საათი, გამოფენა „MAGNUM PHOTO 70 - ქართული დღიური" (რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017). სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ა. იოსელიანის ქ. 7, მესტია.
- 20:00 საათი, ქეთი კაპანაძის ნამუშევრების გამოფენა „8 წუთი" - ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8.
- 21:00 საათი: დისკუსია-საუბარი თემაზე: „რა არის ჩემთვის თანამედროვე მუზეუმი" ქეთი კაპანაძის გამოფენის ფარგლებში. სპიკერები: საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი ქეთი ტრაპაიძე და თბილისის ისტორიის მუზეუმის ლაბორანტი ციკო ჯანყარაშვილი.
21:00 საათი, ნინო ხუნდაძის საჯარო ლექცია და შეხვედრა ზურაბ ნიჟარაძესთან გამოფენის ფარგლებში - დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა. შ. რუსთაველის გამზ. 11.

• 20 და 27 მაისი, 13:00-17:00 საათი - ქართული ხალხური რეწვის გაკვეთილები - გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის ასახვევი 1. 

22 მაისი, 14:00 საათი: ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში - ვებგვერდის პრეზენტაცია და გამოფენა - საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.

• 22 მაისი, 19:00 საათი: გამოფენა „სიცოცხლე შენ გარშემო" - National Geographic საქართველო - ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზო, შ. რუსთაველის გამზ. 3.

• 25 მაისიდან: "რენესანსის დიდი ოსტატები" - გრაფიკული ნამუშევრები ტურინის სამეფო ბიბლიოთეკიდან - დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11.

• 25 მაისი, 16:00: სამეცნიერო კონფერენცია „ფოტოგრაფიული მიმართულებები" - ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

• 25 მაისიდან: ,,თანამედროვე იტალიური ხელოვნება საქართველოში" - გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) გამოფენა - დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11. 

• 26 მაისიდან: გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100"- ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.

• 29 მაისი, 19:30 საათი: მუზეუმის ფორუმი: ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა - ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზო, შ. რუსთაველის გამზ. 3.