მუზეუმის ფესტივალი: წიგნის ,,საქართველოს ეროვნული მუზეუმი" პრეზენტაცია

16 მაისი 2018 - 16 მაისი 2018
Share

#მუზეუმისფესტივალი #GNMuseumFest

15-30 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალს! ფესტივალი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. 

ფესტივალის ფარგლებში, 16 მაისს, 19:00 საათზე, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გაიმართება წიგნის ,,საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ პრეზენტაცია სერიიდან „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები". 


წიგნის ავტორია ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორი, ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი ნინო ხუნდაძე

წიგნი მოგვითხრობს საქართველოში პირველი მუზეუმების შექმნის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაარსების, სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებისა და მათი კოლექციების შესახებ. წიგნის ერთი ნაწილი ეთმობა ექსპონატების ხელოვნებათმცოდნეობით ანალიზს მუზეუმის კოლექციებიდან. 

წიგნის ფორმატი განსაზღვრა იტალიურმა გამომცემლობამ „სკალა“, რომელიც გამოსცემს მსოფლიოს დიდი მუზეუმების სერიას. სერიის 12 ტომი იტალიურიდან ქართულად ითარგმნება და მზადდება "გამომცემლობა პალიტრა L"-ის მიერ. ამ სერიაში, უფიცის, ლუვრის, პრადოს, მეტროპოლიტენისა და სხვა მუზეუმებთან ერთად, სპეციალურად შეიქმნა და მე-7 ტომად გამოიცა წიგნი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ ტექსტი შედგენილია გურამ ჩხაიძის ნაშრომების მიხედვით, ასევე წიგნში შესულია ტექსტები ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ირინა არსენიშვილის, დარეჯან კაჭარავას, ნინო ლორთქიფანიძის და ეკა კიკნაძის ავტორობით. 

წიგნში გამოქვეყნებული ფოტოების ავტორები არიან: მალხაზ მაჭავარიანი, მირიან კილაძე, ფრიდონ გეგეშიძე, შალვა ლეჟავა, კახა ჩხატარაშვილი, დავით ცვარიანი და გურამ ბუმბიაშვილი. ასევე გამოყენებულია დ. ერმაკოვის ფოტომასალა. 

პრეზენტაციის დრო: 16 მაისი, 19:00
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

დასწრება თავისუფალია!