გიგო გაბაშვილის ფოტოგრაფია - ალბომის პრეზენტაცია

10 მაისი 2012 - 10 მაისი 2012
Share

2012 წლის 10 აპრილს ეროვნულ გალერეაში შედგა გიგო გაბაშვილის ფოტოალბომის პრეზენტაცია.

კატალოგი  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა და ცვის სამინისტროს მხარდაჭერით სტამბოლში, "IMAK OFSET"-ის სტამბაში დაიბეჭდა.

არტ-გამოცემა "გიგო გაბაშვილი" საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ მხატვრის ფოტოებისა და ფერწერული ნამუშევრების 101ფოტოს აერთიანებს.

არტ-გამოცემაზე "გიგო გაბაშვილი" იმუშავა სარედაქციო ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: პროექტისა და იდეის ავტორი „პრაიმ-ტაიმის" ჟურნალისტი მარიტა დამენია, მკვლევარი და ბიოგრაფიული ტექსტის ავტორი გიორგი სარაჯიშვილი, ბიოგრაფიული ტექსტის თანაავტორი მარიტა დამენია, დიზაინერი მანანა არაბული, რეცენზიის ავტორი ხელოვნებათმცოდნე მაია ციციშვილი, მთავარი კურატორი ელენე აბაშიძე, ფოტოგრაფი ანა ნიჟარაძე, ლეილა ბლაგონრავოვა, პრეს-პრესი ალეკო კახნიაშვილი, სტილისტ-კორექტორი ირმა ჯოხაძე, ინგლისური თარგმანის ავტორი ვიქტორია ფილდი, ნატალია ბუკია, ფიჯეი ჰილარი.

ფოტოალბომის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ცხადაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სარედაქციო ჯგუფის წევრები და მოწვეული სტუმრები.