სამეცნიერო კაფე - „ივრისპირეთის პალეონტოლოგიური ექსპედიცია“

20 აპრილი 2018 - 20 აპრილი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფეში წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს მეცნიერებსა და ვიზიტორებს შორის.

პირველი შეხვედრა გაიმართება 20 აპრილს, 16:00 საათზე. ლექციას წაიკითხავს საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგი მაია ბუხსიანიძე თემაზე „ივრისპირეთის პალეონტოლოგიური ექსპედიცია". ლექციაზე საუბარი იქნება ივრისპირეთის პალეონტოლოგიური მატიანის მნიშვნელობაზე ევრაზიის გვიან მიოცენური ფაუნის ევოლუციაში და ასევე ამ კვლევის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3