საერთაშორისო კონფერენცია „ეკოსისტემების იზოლაცია და ურთიერთკავშირი: ბიოტას აღზევება და დაცემა პონტო-კასპიის რეგიონში"

27 აგვისტო 2018 - 23 აპრილი 2018
Share

2018 წლის 27-29 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ეკოსისტემების იზოლაცია და ურთიერთკავშირი: ბიოტას აღზევება და დაცემა პონტო-კასპიის რეგიონში", RCMNS*-ის შუალედური კოლოქვიუმი და EU PRIDE*-ის დასკვნითი კონფერენცია.

* RCMNS  - Regional Committee on Mediterranean Neogene Stratigraphy; ხმელთაშუაზღვისპირეთის ნეოგენის სტრატიგრაფიის რეგიონალური კომიტეტი.
* PRIDE - Association for Professionals in Doctoral Education; პროფესიონალთა ასოციაცია დოქტორანტურისთვის.

სესიების თემები:

1.   ნეოგენსა და მეოთხეულში პონტო-კასპიის ბიომრავალფეროვნების გეოლოგიური და კლიმატური მამოძრავებელი ძალები;
2.   პონტო-კასპიის მრავალფეროვნების აღზევება და დაცემა - წარმოშობა და კონტროლის მექანიზმები;
3.   ნეოგენისა და მეოთხეულის ხმელეთის ეკოსისტემები სამხრეთ კავკასიაში;
4.   დღევანდელი პონტო-კასპიური ბიომრავალფეროვნების კრიზისში ინვაზიური სახეობების როლი;
5.   ღია დისკუსია

კონფერენციის პროგრამა:

26 აგვისტო - კვირა: 18:00-20:00 რეგისტრაცია;
27 აგვისტო - ორშაბათი: 08:30-09:45 რეგისტრაცია, 09:45-19:00 მოხსენებები, პოსტერ პრეზენტაციები;
28 აგვისტო - სამშაბათი: 10:00-19:00 ექსკურსია დმანისში;
29 აგვისტო - ოთხშაბათი: 10:00-19:00 მოხსენებები, პოსტერ პრეზენტაციები, ღია დისკუსია;
30 აგვისტო - ხუთშაბათი: 07:30-23:00 ექსკურსია (სურვილისამებრ).

კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური

კონფერენციის ორგანიზატორები არიან - საქართველოს ეროვნული მუზეუმი - (საქართველო); ბიომრავალფეროვნების ცენტრი - (ნიდერლანდები); ზენკენბერგის მუზეუმი - (გერმანია); უტრეხტის უნივერსიტეტი/RCMNS - (ნიდერლანდები); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - (საქართველო); როვირა ვირჯილის უნივერსიტეტი/RCMNS - (ესპანეთი); ბრისტოლის უნივერსიტეტი - (დიდი ბრიტანეთი); იუსტუს ლაიბიგის უნივერსიტეტი - (გერმანია).

კონფერენციისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში

მიმაგრებული დოკუმენტები :
second circular of the PRIDE-RCMNS conference