გია ბუღაძის ლექცია ,,მიქელანჯელო - ცხოვრება და შემოქმედება"

10 მარტი 2018 - 10 მარტი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლის რიგით მეორე ლექციას, რომელიც ეძღვნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენას - „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა". 

10 მარტს, 15:00 საათზე, მხატვარი გია ბუღაძე წაიკითხავს ლექციას მიქელანჯელოს ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. 

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

ლექციათა ციკლის მედიაპარტნიორია Artarea/Tv2.0

ვრცლად გამოფენის შესახებ: http://bit.ly/2secdbX