დავით ფრანგიშვილის ლექცია "ვირუსების იდუმალი სამყარო"

24 იანვარი 2018 - 24 იანვარი 2018
Share

National Geographic საქართველო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ პროფესორ დავით ფრანგიშვილის საჯარო ლექციაზე „ვირუსების იდუმალი სამყარო“.

ხილული სიცოცხლე უხილავი ვირუსების სამყაროშია ჩაძირული. ამ სამყაროს აქტიურ კვლევას ბიძგი მისცა აღმოჩენამ, რომ ვირუსები ყველაზე უფრო გავრცელებული სიცოცხლის ფორმაა დედამიწაზე, რომელიც, სავარაუდოდ, 4 მილიარდი წლის ისტორიას ითვლის. შესაბამისად, საუკუნეების მიჯნაზე გაჩნდა ინტერესი, შესწავლილიყო არა მარტო ადამიანისა და ცხოველების ავადმყოფობის გამომწვევი ვირუსები, არამედ ვირუსების მთელი მრავალსახეობა ჩვენ პლანეტაზე, განსაკუთრებით კი მიკროორგანიზმების ვირუსები.

ლექციაში შეჯამებული იქნება კვლევის ამ მიმართულების ყველაზე საყურადღებო ასპექტები.

ჩატარების დრო: 24 იანვარი, 19:00 საათი 

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქუჩა 1