სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?"

25 ივნისი 2018 - 30 ივნისი 2018
Share

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ARISC), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით 25-30 ივნისს მართავს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმს  სახელწოდებით: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – „Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?".

25-26 ივნისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 

25 ივნისი
დასაწყისი: 
10:00 საათი
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია 107

26 ივნისი
დასაწყისი: 10:00 საათი
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1

27-30 ივნისს მოეწყობა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სამუშაო ენებიქართულიინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რეგიონის წამყვანი უცხოელი და ქართველი პროფესორები და მკვლევრები. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის შედეგად შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

დეტალური პროგრამა