მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსებიდან 60 წლის იუბილე

28 ნოემბერი 2017 - 28 ნოემბერი 2017
Share

2017 წლის 28 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსებიდან 60 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები, რომლებმაც წარმოადგინეს ორი ლექცია: სალომე გურული - ,,რეგიონული მუზეუმების სპეციფიკა'', ნინო ლორთქიფანიძე - ,,კოლხური კულტურა და მითი ოქროს საწმისის შესახებ''.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ,,მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომების'' პირველი კრებულის პრეზენტაცია. კრებული მომზადდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად და მისი მიზანია ხელი შეუწყოს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო პოტენციალის შემდგომ ზრდასა და მარტვილის ახალგაზრდა თაობის სამეცნიერო-ისტორიული აზროვნების ჩამოყალიბებას. ,,შრომები'' განკუთვნილია საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებზე მომუშავე ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისათვის, ასევე საქართველოს წარსულით დაინტერესებული მკითხველისათვის.