რეზო კიკნაძის ლექცია „ოტოფთალმია: ხილვადი და სმენადი”

24 ნოემბერი 2017 - 24 ნოემბერი 2017
Share

2017 წლის 24 ნოემბერს, 18:30 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გამოფენის "ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" ფარგლებში, გიწვევთ რეზო კიკნაძის ლექციაზე "ოტოფთალმია: ხილვადი და სმენადი".

ლექცია შეეხება ბრიუსელში 1958 წელს გამართულ მსოფლიო გამოფენას, სადაც PHILIPS კონცერნმა ლე კორბიუზიეს პავილიონის არქიტექტურული დიზაინი შეუკვეთა. კორბიუზიემ, იანის ქსენაკისთან და ედგარ ვარეზთან ერთად, შექმნა მეორე მსოფლიო ომის შოკიდან ჯერ კიდევ ვერგამოსული ევროპის ესთეტიკური და ემოციური სახე - მულტიმედიური Gesamtkunstwerk-ი.

ლექციაზე ნაჩვენები იქნება ამ წარმოდგენის ამსტერდამში აღდგენილი ვერსია და განხილული იქნება ხელოვნებათშორისი მედიუმი სმენადსა და ხილვადს შორის.

ლექციის ბოლოს გაიმართება მცირე კონცერტი რეზო კიკნაძის კომპოზიციებითა და იმპროვიზაციით. 

დასწრება თავისუფალია!

ლექციათა ციკლის მედიამხარდამჭერია Artarea/Tv2.0

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11