ირინა არსენიშვილის წიგნის პრეზენტაცია - ,,ქართული დაზგური ფერწერა"

07 ნოემბერი 2017 - 07 ნოემბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ირინა არსენიშვილის წიგნის  - ,,ქართული დაზგური ფერწერა" (XVIII საუკუნის II ნახევარი - XX საუკუნის 20-იანი წლები) პრეზენტაციაზე.

წიგნში წარმოდგენილია ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა და ამ თვალსაზრისით განხილულია ქართული დაზგური მხატვრობის პირველი პორტრეტული ნიმუშები, პირველი ქართველი პროფესიონალი მხატვრების - გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძისა და სხვათა შემოქმედება, ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ასპექტები და XX საუკუნის 10-20-იან წლეში მოღვაწე ისეთი მხატვრების შემოქმედება, როგორებიც არიან: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი და ქეთევან მაღალაშვილი.

წიგნი არის გამორჩეული, როგორც კვლევის კომპარატიული მეთოდის გამო, ასევე საკითხის ისტორიულ, ფილოსოფიურ, თუ თეოლოგიურ ჭრილში განხილვის კუთხით. ნაშრომი ასევე საინტერესოა ევროპულ მხატვრობასთან მიმართებაში გავლებული პარალელებით.   

წიგნის პირველი, ინგლისურენოვანი ვერსია გამოიცა 2009 წელს, ნიუ იორკში, გამომცემლობა NOVA PUBLISHERS-ის მიერ. წიგნის ონლაინ ვერსია: https://goo.gl/G3tNH4  

პრეზენტაციის დრო: 7 ნოემბერი, 18:00 საათი

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11.