ივანე მენთეშაშვილის წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით “კარდინალი რიშელიე“

03 ნოემბერი 2017 - 03 ნოემბერი 2017
Share

2017 წლის 3 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ივანე მენთეშაშვილის წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით „კარდინალი რიშელიე".

წიგნში „კარდინალი რიშელიე" განხილულია კარდინალის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, მისი პოლიტიკური ხედვები და მრავალმხრივი პიროვნება. წიგნის ავტორი - ივანე მენთეშაშვილი არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს 11 მონოგრაფია და ამდენივე სტატია საქართველოში, რუსეთში, კანადასა და აშშ-ში.

პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებენ  საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, გამომცემლობა „პალიტრა"-L - რედაქტორი ლადო იოსებაძე, თბილისის ივ. ჯავახიშვილის პროფესორი ვასილ კაჭარავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები - გიორგი ბაღათურია და ზურაბ კვეტენაძე.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1