კომუნიზმი 100 წლის გადასახედიდან

25 ოქტომბერი 2017 - 25 ოქტომბერი 2017
Share

2017 წლის 25 ოქტომბერს, 17:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენასა და მის თანმხლებ დისკუსიაზე „კომუნიზმი 100 წლის გადასახედიდან". 

კომუნიზმი XX ს-ის ყველაზე მასშტაბური და მასობრივი მოვლენა იყო. ამ ძალადობით დამკვიდრებულმა რეჟიმმა, რომელსაც მართებულად ეწოდა „ტოტალიტარული", განკარგა მთლიანად საზოგადოების, თითოეული მისი წევრის ცხოვრებაც კი. ამან განაპირობა საბოლოოდ მილიონობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სოციალური გარემოს გაპარტახება. 

კომუნისტური რეჟიმების დღევანდელი მემკვიდრეები მოსკოვსა და პეკინში დღეს სხვა იდეოლოგიური ნაზავითა და ახალი ეკონომიკური საფუძვლებით გამოდიან ასპარეზზე, ანუ როგორც დასავლეთის კულტურული და მსოფლიო-პოლიტიკური მოწინააღმდეგეები.

ეს გამოფენა სწორედ „კომუნიზმის დასრულების" შესახებ თეზისის გადაფასების მცდელობაა და მოიცავს ამ რეჟიმის განვითარების თითქმის ყველა ასპექტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ქართული ნარატივი საბჭოთა საქართველოს შესახებ, რაც საშუალებას მისცემს დამთვალიერებელს, მსოფლიო კონტექსტში გაიაზროს კომუნიზმი საქართველოში.

გამოფენა ორგანიზებულია კონრად ადენაუერის ფონდისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ.

შეხვედრა გაიმართება გერმანულ ენაზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე სინქრონული თარგმანით. 

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შ. რუსთაველის გამზ. 3

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები :
პროგრამა