სამუზეუმო აპლიკაციის „არეალი" პრეზენტაცია

17 ოქტომბერი 2017 - 17 ოქტომბერი 2017
Share

2017 წლის 17 ოქტომბერს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა სამუზეუმო აპლიკაციის „არეალი" პრეზენტაცია. ,,არეალი'' ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე მომზადდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 18 ნამუშევრის შესახებ აუდიო და ტექსტური ჩანაწერები, რომლებიც ინფორმაციას გვაწვდის თოთოეულ სურათზე. სულ მალე აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.

აპლიკაცია შეიქმნა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების თანამშრომლობით სტარტაპ კომპანია ,,არეალთან'.