უკანასკნელი ფურცელი - მოგზაურობა ისტორიულ მეხსიერებაში

20 ოქტომბერი 2017 - 20 ოქტომბერი 2017
Share

20 ოქტომბერს, 16:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე გამოფენის ,,უკანასკნელი ფურცელი" ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა გამოფენის კურატორთან, ხელოვნებადმცოდნე ლელა წიწუაშვილთან.

გამოფენა "უკანასკნელი ფურცელი" მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თემას - ჰოლოკოსტს ეხება. იური დოიჩის ფოტონამუშვრები და კატია კრაუსოვასთან ერთად შექმნილი დოკუმენტური ფილმი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სლოვაკეთის ისტორიულ წარსულს აცოცხლებს, რომელიც ავტორთა პირად ისტორიებთანაც არის დაკავშირებული.

იური დოიჩი - კანადაში, ტორონტოში მოღვაწე ცნობილი ფოტოხელოვანი და პუბლიცისტია; კატია კრაუსოვა კი ბრიტანეთში, ლონდონში მოღვაწე ცნობილი  პროდიუსერი, რეჟისორი. ხელოვანები წარმოშობით სლოვაკეთიდან არიან. ორივემ 1968 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დატოვა სამშობლო, რომლის ისტორიულმა აჩრდილმა უცნაურად დააკავშირა ეს ორი ადამიანი ერთმანეთს, რის შედეგადაც შეიქმნა მსოფლიოში უკვე ცნობილი და აღიარებული პროექტი „უკანასკნელი ფურცელი".

თბილისი შვიდწლიანი მსოფლიო ტურნეს 28-ე ქალაქია, სადაც ამ პროექტის წარდგენა ხდება.

დეტალური ინფორმაცია გამოფენის შესახებ: https://goo.gl/sLjbJ8

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. ლადო გუდიაშვილის ქ. 1