სამეცნიერო კონფერენცია

09 ოქტომბერი 2017 - 10 ოქტომბერი 2017
Share

2017 წლის 9-10 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ინიციატივით, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის და უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II აღსაყდრებიდან ორმოცი წლის იუბილეს ეძღვნება.    

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია. ა, ფურცელაძის ქ. 3.    

მიმაგრებული დოკუმენტები :
კონფერენციის პროგრამა