მეცნიერების და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2017

24 სექტემბერი 2017 - 29 სექტემბერი 2017
Share

საქარველოს ეროვნული მუზეუმი მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2017-ის ფარგლებში წარმოგიდგენთ შემდეგ პროგრამას:

24 სექტემბერი

  • 12:00 - ფესტივალის საზეიმო გახსნა
    თბილისი, რიყის პარკი
    12:30 - გეოლოგიური და არქეოლოგიური ნივთების ასლების დამზადება
    პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაამზადებენ მუზეუმში დაცული მნიშვნელოვანი არტეფაქტების ასლებს.
    თბილისი, რიყის პარკი, მე-6 პავილიონი
    12:30 - როგორ იქმნება ჰერბარიუმი
    ჰერბარიუმი წარმოადგენს გამომშრალ მცენარეთა კოლექციას, რომელსაც მეცნიერები იყენებენ ამა თუ იმ რეგიონის მცენარეული საფარის შესასწავლად. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჰერბარიუმი მსოფლიოს ჰერბარიუმების ხუთეულში შედის, სადაც ინახება კავკასიისა და საქართველოს ენდემური სახეობები.

თბილისი, რიყის პარკი, მე-6 პავილიონი

28 სექტემბერი 

  • 09:30 - „ხელოვნება და კულტურათაშორისი დიალოგი: იდენტობა და კულტურული მრავალფეროვნება"- დოქტორანტთა და სადოქტორო საფეხურის ახალკურსდამთავრებულთა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია

ორგანიზატორი: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ღონისძიების პარტნიორი საქართველოს ეროვნული მუზეუმი. 
მისამართი: თბილისი, ა. ფურცელაძის ქუჩა N1, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია 

29 სექტემბერი 
კონფერენცია

  • 09:30 - „ხელოვნება და კულტურათაშორისი დიალოგი: იდენტობა და კულტურული მრავალფეროვნება"- დოქტორანტთა და სადოქტორო საფეხურის ახალკურსდამთავრებულთა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია

ორგანიზატორი: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ღონისძიების პარტნიორი საქართველოს ეროვნული მუზეუმი 
მისამართი: თბილისი, ა. ფურცელაძის ქუჩა N1, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია

საჯარო ლექციები
17:00 საათიდან - სამეცნიერო კაფე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 

  • „შევისწავლოთ ისტორია მუზეუმში" - ეგზეტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი ემა ლუზლი და დოქტორი პიტერ ლიმინგი
  • „პრეისტორიული ადამიანის კვების რაციონი და სამკურნალო მცენარეები - პალინოლოგიური კვლევის შედეგები არქეოლოგიაში" - ეროვნული მუზეუმის დოქტორები ელისო ყვავაძე და ინგა მარტყოფიშვილი
  • „თანამედროვე ტექნოლოგიები სამუზეუმო არტეფაქტების კვლევისას და რესტავრაციისათვის" - ეროვნული მუზეუმის დოქტორი ნინო კალანდაძე
  • „თიხის გამოყენება წარსულში და დღეს" - ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ანდრია როგავა

მისამართი: თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. #3

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!

ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს ფოტოკონკურსი: https://goo.gl/qkzEzy

ფესტივალის სრული პროგრამა: https://goo.gl/djWGqW