პოლონურ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია

09 სექტემბერი 2017 - 09 სექტემბერი 2017
Share

2017 წლის 9 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პოლონურ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის", ასევე ადამ მიცკევიჩის ეპიკური პოემის „პან თადეოზის" უნიკალური მინიატურული გამოცემისა და ვარშავის უნივერსტიტეტის ქართველოლოგიური ჟურნალის „პრო გეორგიას" პრეზენტაცია. 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ვარშავის უნივერსიტეტი. 

დასწრება თავისუფალია! 

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1