ტრენინგი თემაზე ,,ინკლუზიური პროგრამები მუზეუმებში - ინკლუზიური მუზეუმი"

24 ივნისი 2017 - 26 ივნისი 2017
Share

24-26 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდა რეგიონული ტრენინგი თემაზე ,,ინკლუზიური პროგრამები მუზეუმებში - ინკლუზიური მუზეუმი". 

რეგიონული ტრენინგის პროექტი მომზადდა ICOM საქართველოს მიერ და ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანაორგანიზატორობით. 

ტრენინგით გათვალისწინებულ სწავლებას ხელმძღვანელობს პროფ. მარი-კლარტე ონილი, ლუვრის საგანმანათლებლო სკოლის პროფესორი, CECA-ს (ICOM-ის სამუზეუმო განათლებისა და კულტურის აქციების საერთაშორისო კომიტეტი) ექსპერტი. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის მუზეუმების შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებმა და მეცნიერებმა.  

ტრენინგის თემები: ინკლუზიურობის პრინციპები მუზეუმებში, ინკლუზიური გამოფენები, არაინკლუზიური მუზეუმი, ინკლუზიურობის თეორიული მიდგომები და სხვა.