იზოლდა მელიქიშვილის ლექცია ,,ქართული საეკლესიო და საერო ნაქარგობის ისტორიისათვის``

15 ივნისი 2017 - 15 ივნისი 2017
Share

2017 წლის 15 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილების ასისტენტ-კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის - იზოლდა მელიქიშვილის ლექცია „ქართული საეკლესიო და საერო ნაქარგობის ისტორიისათვის."   

საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების ისტორიაში გვიანი შუასაუკუნეები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და, სამწუხაროდ, ნაკლებად შესწავლილი ეპოქაა. ბოლო ათწლეულია სამეცნიერო კვლევის საგანი გახდა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, კერძოდ კი ქართული საეკლესიო და საერო ქარგულობა. 

საქართვლოს მრავალი საშინაო თუ საგარეო პრობლემის მიუხედავად, ნაქარგობის ნიმუშებმა საკმაოდ დიდი რაოდენობით მოაღწია ჩვენამდე. მათი უდიდესი ნაწილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდებშია დაცული.    

იზოლდა მელიქიშვილი ისაუბრებს ნაქარგობის ნიმუშებზე წარმოდგენილ იკონოგრაფიაზე, ქართული ნაქარგობის განვითარების მხატვრულ ტენდენციებსა და ქართული ნაქარგობისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე. აქვე განხილული იქნება ქარგვის ცენტრებისა და სკოლების ისტორიისა და მათი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო კერების მნიშვნელობის საკითხები. ასევე, ხელსაქმის თანამედროვე ტენდენციები და განვითარების გზები.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ.1