ბარსელონას მთავარი არქიტექტორის ლექცია „მომავლის ქალაქის პროტოტიპირება"

12 ივნისი 2017 - 12 ივნისი 2017
Share

ტექნოლოგიური ინოვაციები უზარმაზარ გავლენას ახდენენ ურბანულ განვითარებაზე. იცვლება ქალაქის იერსახე, სოციალური გარემო, ადამიანთა შორის კომუნიკაციის გზები, მათი გადაადგილების საშუალებები და აგრეთვე ქალაქის მართვის სისტემა.  

როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრების წესი? ქალაქის დაგეგმარება და მშენებლობა? როგორ და როდის მოხდება ეს ცვლილებები?

12 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ესპანელი არქიტექტორი ვისენტე გუაიარტი უპასუხებს ყველა ზემოთ დასმულ კითხვას. ისაუბრებს ურბანული რეგენერაციის იმ ძირითად პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მოხდა ბარსელონაში მისი უშუალო ხელმძღვანელობით (2011-2015).

ვისენტე გუაიარტი, გახლდათ ბარსელონას მთავარი არქიტექტორი 2011-2015 წლებში, ხელმძღვანელობდა ქალაქის სტრატეგიული განვითარების ხედვის შემუშავების კომისიას, არის კატალონიის მოწინავე არქიტექტურის ინსტიტუტის (IAAC) თანადამფუძნებელი. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ქალაქის ახალი მოდელის შექმნისას ერთმანეთს დაუკავშირა არქიტექტურა, ბუნება და ტექნოლოგიები. 2016 წლიდან დღემდე ვისენტე გუაიარტი გახლავთ შუხოვის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ურბანისტიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის „ქალაქი და მომავლის ქალაქის პროტოტიპირება" აკადემიური ხელმძღვანელი.

ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე, სინქრონული თარგმანით.

შეხვედრა ორგანიზებულია ურბანისტიკის უმაღლესი სკოლის და რედ ფონდის თანადგომით.

მისამართისაქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაფურცელაძის .1