აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის საიუბილეო წელი

12 ივნისი 2017 - 12 ივნისი 2017
Share

12 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა. 
მისი სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული არა მარტო ისტორიული მეცნიერების, არამედ ეროვნული საგანძურის დაცვისა და საქართველოში სამუზეუმო საქმიანობის განვითარების საქმეში. 

პროგრამა: 

14:00 საათი - სხდომის გახსნა

აკად. წ/კ, პროფ. დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი
აკად. როინ მეტრეველი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი 

14:20 საათი 

"მარიამ ლორთქიფანიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა" - პროფ. ზაზა აბაშიძე
"მარიამ ლორთქიფანიძე და საქართველოს ეთნოგრაფია" - პროფ. თამილა ცაგარეიშვილი 

გამომსვლელები: აკად. ოთ. ჯაფარიძე, აკად. დ. მუსხელიშვილი, აკად. ნ ხაზარაძე, აკად. ზ,. ალექსიძე, პროფ. ოთ. ჟორდანია

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.