ივანე მენთეშაშვილის ლექცია: „დემოკრატიული საქართველო დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ გეგმებში (1918-1921 წწ.)“

02 ივნისი 2017 - 02 ივნისი 2017
Share

2017 წლის 2 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ივანე მენთეშაშვილის საჯარო ლექცია „დემოკრატიული საქართველო დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ გეგმებში (1918-1921 წწ.)".

ლექციაში განხილული იქნება ის რთული საგარეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელშიც დემოკრატიული საქართველო შექმნის დღიდანვე აღმოჩნდა და ის რთული საერთაშორისო ურთიერთობები, რომლებმაც ახლადშექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1