საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმს შორის

30 მაისი 2017 - 30 მაისი 2017
Share

2017 წლის 30 მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმს შორის.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობა მუზეუმის განვითარების საკითხებში, ერთობლივი გამოფენების ორგანიზება თბილისსა და ვარშავაში, კოლაბორაცია მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებში. მემორანდუმის თანახმად, ასევე იგეგმება სამეცნიერო კონფერენციების, ლექციების, სემინარების და საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად ორგანიზება და გაცვლითი პროგრამები მუზეუმის თანამშრომლებისათვის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ვარშავის ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, პიოტრ რიფსონმა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს ვარშავის უნივერსიტეტთან და პოლონეთის სხვა სამეცნიერო ინსტიტუციებთან.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ.1