მოდი ღამე მუზეუმში

27 მაისი 2017 - 27 მაისი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება კამპანიას ,,ღამე მუზეუმში".

ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში, 27 მაისს, 21:00 საათიდან 01:00 საათამდე, მოეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები, ლექციები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული და მუსიკალური წარმოდგენები, ექსკურსიები და სხვა მრავალი აქტივობა ყველა ასაკის ვიზიტორისთვის. 

*27 მაისს, 21:00-დან 01:00 საათამდე მუზეუმებში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია. 

პროგრამა:
 

 ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
მისამართი: შ. რუსთაველის გამზ. 3
21:00-01:00 ექსკურსიები საათში ერთხელ
21:00-23:00 შემეცნებითი თამაშები და აქტივობები
22:00-23:00 კოსტიუმირებული პერფორმანსი მუზეუმის ეზოში (ვიზუალური ჩვენებითა და მუსიკალური გაფორმებით)
21:00-00:00 სხვადასხვა კონცერტი 

 შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. 1
21:00-01:00 ექსკურსიები საათში ერთხელ 
21:00-23:00 ბავშვებისთვის თემატური საგანმანათლებლო აქტივობები
22:00-00:00 კოსტიუმირებული პერფორმანსი - XIX საუკუნის სალონური შეხვედრები (მუსიკალური ნომრები, პოეზია)

 დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 
მისამართი: შ. რუსთაველის გამზ. 11
21:00-01:00 ექსკურსიები საათში ერთხელ
21:00-01:00 დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასთან არსებული ხელოვნების სტუდიის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა
22:00-23:00 შემეცნებითი თამაშები და აქტივობები
22:00-00:30 XX საუკუნის 20-იანი წლების მუსიკა

 ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა
მისამართი: სიონის ქ. 8
21:00-00:00 ექსკურსიები შენობის ისტორიულ ნაწილში 
21:00-01:00 ექსკურსიები მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში
21:00-23:30 პროექტი ,,აღმოსავლეთის ქალები''
21:00-00:00 ქალაქური მუსიკის კონცერტი
*მუზეუმის გიდებთან ერთად სტუმრებს მეგზურობას გაუწევს ხელოვნებათმცოდნე ირინა მანია.

 გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
მისამართი: კუს ტბის გზა 1. 
17:30-19:00 ფოლკლორული მუსიკის კონცერტები
10:00-18:00 ექსკურსიები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ზონაში
13:00-17:00 შემეცნებითი პროგრამები, თამაშები და შემეცნებითი აქტივობები

► ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
მისამართი: ლ. ქიაჩელის ქ. 12
21:00-01:00 ექსპოზიციის დათვალიერება
21:00-00:00 კამერული მუსიკის საღამო 

 სიღნაღის მუზეუმი

მისამართი: შ. რუსთაველის ჩიხი 8. 
20:00-01:00 ექსკურსიები საათში ერთხელ
20:30-21:30 საღამოს გახსნა- ხალხური საცეკვაო ნომრები, გამოფენის პრეზენტაცია
21:00-22:00 სალონური შეხვედრა ,,მოდით ავაშენოთ სახლი, დავდგათ სამოვარი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე''
20:00-01:00 პოეზიის საღამო, მუსიკალური ნომრები, გაცოცხლებული ნახატები

 სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
მისამართი: მესტია, ა. იოსელიანის ქ 7. 
21:00-01:00 ექსკურსიები საათში ერთხელ
21:00-22:30 ვკითხულობთ და ვხატავთ ამირანის ეპოსს 
22:00-00:00 ფოლკლორული მუსიკის კონცერტი

 ივ. ჯავახიშვილის სახ. სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი
მისამართი: ახალციხე, რაბათის ციხე, პ. ხარისჭირაშვილის ქ.1
21:00-01:00 ექსკურსიები საათში ერთხელ
21:00-01:30 ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - ,,ჩემი თვალით დანახული მუზეუმი''
21:00-22:30 ხატვა თავისუფალ თემაზე - ახალციხის სამხატვრო სკოლისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებისათვის
22:00-23:30 მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო (საკუთარი ლექსები, სიმღერები, ჩანახატები) 
21:30-23:00 ანსამბლ ,,მესხეთის" შემოქმედებითი გუნდი (ბ-ნი ზაზა თამარაშვილის ხელმძღვანელობით)

*აქციას „ღამე მუზეუმში" - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში" ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 

აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში" მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.