ანა მგელაძის ლექცია „ადამიანის ადგილი სიცოცხლის ევოლუციის პროცესში"

18 მაისი 2017 - 18 მაისი 2017
Share

2017 წლის 18 მაისს, 17:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება ანა მგელაძის ლექცია „ადამიანის ადგილი სიცოცხლის ევოლუციის პროცესში".

ლექციის მიზანია წარმოაჩინოს ადამიანის, როგორც ერთ-ერთი ცოცხალი სახეობის ადგილი ბუნებაში და მის მიერ დღემდე განვლილი განვითარების ეტაპები.  ადამიანი ცოცხალი სამყაროს ერთ-ერთი რგოლია, იგი პრიმატია და ბევრ იმ ნიშან-თვისებას, რომელიც მხოლოდ მის კუთვნილებად ითვლებოდა, სხვებთან ერთად ინაწილებს. პრიმატთა მრავალ სახეობათა შორის, ადამიანი ყველაზე ახლოს აფრიკის დიდ მაიმუნებთან დგას. ჩვენი და მათი გენების 98% მსგავსია.

თანამედროვე ადამიანი ჰომინინების ხაზის უკანასკნელი ცოცხალი წარმომადგენელია, რომელიც რამდენიმე მილიონი წლის წინ გამოეყო „დიდი მაიმუნების" ხაზს. როდის და როგორ მოხდა ეს გაყოფა? ამ და სხვა კითხვების პასუხები განხილული იქნება ლექციაზე.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 3