მუზეუმის კვირეული: ლაშა ბაქრაძე – „უთქმელი ისტორიები“

16 მაისი 2017 - 16 მაისი 2017
Share

2017 წლის 16 მაისს, 16:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ლაშა ბაქრაძე ისაუბრებს უთქმელ ისტორიებზე. თემა ეხმიანება ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) წლევანდელ თემას - ,,მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე". 

ლაშა ბაქრაძე ისაუბრებს საქართველოს ძველ და ახალ ისტორიაში გამოტოვებულ, უთქმელ ამბებზე, კვლევების ნაკლებობაზე და ისტორიის გადახედვის აუცილებლობაზე. 

1977 წლიდან, ICOM-ის გადაწყვეტილებით 18 მაისს მთელი მსოფლიო მუზეუმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე მე-10 წელია უერთდება ამ კამპანიას და მუზეუმის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად აღნიშნავს ,,მუზეუმის კვირეულით". 

*18 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია. #მოდიმუზეუმში #IMD2017 #MuseumDay2017

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ოკუპაციის საგამოფენო დარბაზი, შოთა რუსთაველის გამზ.3