ნინო კალანდაძის ლექცია: „ანანაურის N3 დიდი ყორღანი: ინტერდისციპლინარული კვლევა და რესტავრაცია"

13 აპრილი 2017 - 13 აპრილი 2017
Share

2017 წლის 13 აპრილს, 16:00 საათზე ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები"ფარგლებში, გაიმართება ნინო კალანდაძის ლექცია: „ანანაურის N3 დიდი ყორღანი: ინტერდისციპლინარული კვლევა და რესტავრაცია".

ლექციაზე წარმოდგენილი იქნება 2012 წელს ლაგოდეხის რაიონში შესწავლილი  ძვ.წ. III  ათასწლეულის ყორღანული სამარხი. ლექციაზე საუბარი იქნება ანანაურის N3 დიდი ყორღანის ისტორიულ-არქეოლოგიურ,  ინტერდისციპლინარულ კვლევებსა და ყორღანში აღმოჩენილი არქტეფაქტების რესტავრაციის პროცესებზე.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1