ზურაბ მახარაძის ლექცია: „ანანაურის დიდი ყორღანი N 3”

06 აპრილი 2017 - 06 აპრილი 2017
Share

2017 წლის 6 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება ზურაბ მახარაძის ლექცია: „ანანაურის დიდი ყორღანი N 3".

ლექციაზე წარმოდგენილი იქნება 2012 წელს ლაგოდეხის რაიონში შესწავლილი ძვ.წ. III ათასწლეულის ყორღანული სამარხი და მის ირგვლივ არსებული სამეცნიერო კვლევები. საუბარი იქნება ამ პერიოდის სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი პირობებისა და კულტურული განვითარების შესახებ.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1