ვალერი ასათიანის ლექცია „ანტიკური კულტურა და საქართველო“

23 თებერვალი 2017 - 23 თებერვალი 2017
Share

2017 წლის 23 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პროფესორი ვალერი ასათიანის ლექცია: „ანტიკური კულტურა და საქართველო". ლექცია განკუთვნილია უფროსი კლასის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  •  რა იცოდნენ ძველ საქართველოში ანტიკური კულტურის შესახებ
  • ჰომეროსის სამყარო და რუსთაველი
  •  ცნობები ბერძნული მითოლოგიის შესახებ
  • „ქართული იფიგენია" და "ქართული ალექსანდრიანი"
  • როგორია საქართველოში ანტიკურობის შესწავლის ტრადიცია და ვინ იყო „მეცნიერების კეთილშობილი რაინდი"?

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1.