ლექცია „საბერძნეთის პრეისტორია – პალეოლითი, მეზოლითი და ნეოლითი’’

26 იანვარი 2017 - 26 იანვარი 2017
Share

2017 წლის 26 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება თესალონიკის უნივერსიტეტის პროფესორ ნიკოს ეფსტრატიოს (Nikos Efstratiou) ლექცია „საბერძნეთის პრეისტორია - პალეოლითი, მეზოლითი და ნეოლითი (100.000-6.000 BP)".

ლექციაზე განხილული იქნება საბერძნეთის არქეოლოგიური ძეგლები, არქეოლოგიური კულტურის განვითარება დროში და ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია პრეისტორიის კვლევებთან.

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, . ფურცელაძის . 1.