სამეცნიერო სესია ,,უფლისციხე 60’’

24 იანვარი 2017 - 24 იანვარი 2017
Share

2017 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდა დ. ხახუტაიშვილის 93 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია "უფლისციხე 60".

სესია გაიმართა გამოფენის ,,უფლისციხე 60" ფარგლებში.

2017 წელს შესრულდა 60 წელი უფლისციხის - საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლდეში ნაკვეთი ძეგლის არქეოლოგიური გათხრების დაწყებიდან. დავით ხახუტაიშვილი პირველია, ვინც უფლისციხეში ფართო არქეოლოგიური გათხრები აწარმოა. ამასთანავე მან გამოსცა პირველი სრული ნაშრომები უფლისციხის შესახებ.ამ დროის მანძილზე უფლისციხესა და მის შემოგარენში (ყათლანიხევი, ადგილი ბამბები, მუხების გორა, ლაშეთხევი, ჩანახას მიწა, ნასოფლარი უფლისციხე) არქეოლოგიური გათხრის შედეგად გამოვლენილი მასალა მოიცავს პერიოდს ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ახ.წ. XVIII საუკუნის ჩათვლით.