ლექციათა ციკლი „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" - ვალერი ასათიანი

27 დეკემბერი 2016 - 27 დეკემბერი 2016
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი იწყებს სამეცნიერო-პოპულარულ ლექციათა ციკლს „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები". ლექციები განკუთვნილია უფროსი კლასის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

2016 წლის 27 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პირველი ლექცია, რომელსაც წაიკითხავს პროფესორი ვალერი ასათიანი.

ლექციაზე განხილული იქნება საქართველოსა და წინაქართველური ტომების მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები ბერძნულ-რომაულ სამყაროსა და ბიზანტიასთან. ვიზუალური მასალის გამოყენებით განხილული იქნება სამუზეუმო ექსპონატებისა და ანტიკური კულტურის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა, ასევე მითოლოგიის, მწერლობისა და ხელოვნების განვითარების ცალკეული ეტაპები.

ლექციები განკუთვნილია უფროსი კლასის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.