საჯარო ლექცია ,,ურბანული გარემოს გამოწვევები იუნესკოს ჩარჩოში - ისტორიული ურბანული ლანდშაფტის პარადიგმები``

15 დეკემბერი 2016 - 15 დეკემბერი 2016
Share

2016 წლის 15 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ არქიტექტორ პამელა ჯერომის საჯარო ლექციაზე ,,ურბანული გარემოს გამოწვევები იუნესკოს ჩარჩოში: ისტორიული ურბანული ლანდშაფტის პარადიგმები''.

ლექცია გაიმართება სემინარ-ვორქშოფის „ცხოვრების ხარისხი - არქიტექტურა მდგრადი გარემოსათვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საქართველოს ამერიკელი მეგობრები და ნიდერლანდების საელჩო საქართველოში Studio L-თან თანამშრომლობით.  

პროექტის მიზანია დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც საშუალებას მისცემს მსოფლიო რანგის ექსპერტებს და პროფესიონალებს ისაუბრონ ცხოვრების ხარისხზე თანამედროვე ქალაქებში, ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, ტრაფიკის, ქალაქში ადამიანური ფაქტორის, მოსახლეობის ჩართულობის, მწვანე და საჯარო სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე, მდგრადობაზე და სხვა.

სემინარ-ვორქშოფის ფარგლებში 16 დეკემბერს 10:00-დან 16:00 საათამდე სასტუმრო რუმსში გაიმართება ვორქშოფი შემდეგ თემებზე: ისტორიული ურბანული გარემოს პარადიგმები, კონტექსტი-ტექსტურა, ქვემოდან-ზემოთ მოსახლეობის ჩართულობა ურბანულ პროცესებში, ტრაფიკი და ქალაქი, საფეხმავლო ტენდენცია ნიუ-იორკში, მწვანე და საჯარო სივრცეები ქალაქში.

სპიკერები: პამელა ჯერომი (აშშ)/კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, მემკვიდრეობის დაცვის სტუდიო პრეზიდენტი, ბორდის წევრი, მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის წევრი; ბეტ ბინგჰამი (აშშ), პრატის ინსტუტის პროფესორი, NY4P (New York for parks) ოფისის დირექტორი; მისაკ ტერზიბაზიანი (ჰოლანდია), UArchitects დამფუძნებელი და მფლობელი, მემკვიდრეობის კომისიის და ODZOB წევრი.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სასტუმრო რუმსი.

დასწრება თავისუფალია!

ლექცია გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ფურცელაძის ქ.1