წიგნის „ნაპოლეონი" პრეზენტაცია და საჯარო განხილვა

12 დეკემბერი 2016 - 12 დეკემბერი 2016
Share

2016 წლის 12 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ ივანე მენთეშაშვილის წიგნის „ნაპოლეონი" პრეზენტაცია და საჯარო განხილვა.

პრეზენტაციას გახსნის საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე; წიგნის შესახებ ისაუბრებს მისივე ავტორი ივანე მენთეშაშვილი; „პალიტრა L"-ის მიერ განხორციელებულ პროექტსა და თავად წიგნზე ისაუბრებს გამომცემლობის მთავარი რედაქტორი ლადო იოსებაძე; წიგნის შესახებ აზრს გამოთქვამენ: ასოციაცია „კულტურათა დიალოგი"-ს პრეზიდენტი, პროფესორი ვალერი ასათიანი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - გივი ბოლოთაშვილი, მერაბ კალანდაძე, ვასილ კაჭარავა და მთარგმნელი დალი იაშვილი.

წიგნი „ნაპოლეონი" გამოსცა „პალიტრა L"-მა სერიიდან ,,50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია".

პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ფურცელაძის ქ. 1