თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის

07 დეკემბერი 2016 - 07 დეკემბერი 2016
Share

2016 წლის 7 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

თანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს ერთობლივ საქმიანობას, რომელიც მოიცავს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას, ისე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მეცნიერების შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას; აგრეთვე, სამუზეუმო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეს, სადაც ინტეგრირდება ბიზნესი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება უნივერსიტეტის სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს უახლესი მეთოდებითა და მიღწევებით დანერგილი კვლევისა და სწავლების პროცესს.

მემორანდუმს ხელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერეს.

 

მისამართისაქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაფურცელაძის .1