სამეცნიერო სესია ,,უძველესი ლანდშაფტის რეკონსტრუქცია”

07 ნოემბერი 2016 - 07 ნოემბერი 2016
Share

 

2016 წლის 7 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ირინა შატილოვას 85 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია ,,უძველესი ლანდშაფტის რეკონსტრუქცია".

 

პროგრამა:

დავით ლორთქიფანიძე:

მისასალმებელი სიტყვა

ხათუნა მიქაძე, შალვა კელეპტრიშვილი: 

გვიანცარცული პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქცია პლანქტონური

ფორამინიფერებისა და თავფეხიანი მოლუსკების საფუძველზე

ხათუნა მიქაძე:

დასავლეთ საქართველოს ზედაცარცული ნალექების დეტალური ანალიზი პლაქტონური ფორამინიფერებისა და ნანოპლანქტონების საშუალებით

ნიკა ვანიშვილი:

აღმოსავლეთ საქართველოს გვიანოლიგოცენეური ზღვის ძუძუმწოვრები და იხტიოფაუნა

მაია ბუხსიანიძე:

დმანისის მსხვილი ძუძუმწოვრები

ნიკა წიქარიძე:

Homo Erectus - ის განსახლების ეკოლოგია

თეა შელია და ჯიმი ჩხვიმიანი :

ბოლო წლების არქეოლოგიური კვლევა-ძიებანი დმანისის არქეოლოგიურ ძეგლზე

ნანა რეზესიძე:

გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნამოსახლარი დმანისის ნაქალაქარიდან.

ელისო ყვავაძე:

პალინოლოგიის მნიშვნელობა არქეოლოგიისათვის

ინგა მარტყოფლიშვილი:

საქართველოს ზედა პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოსხანის ადამიანის საკვები რაციონი და სამკურნალო საშუალებები პალინოლოგიური მონაცემების მიხედვით.

დასწრება თავისუფალია!

 

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 3