საჯარო ლექცია "ზეპირი ისტორია, როგორც კვლევის ინსტრუმენტი და მუზეოლოგია"

08 ნოემბერი 2016 - 08 ნოემბერი 2016
Share

2016 წლის 8 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება რობერტ ვან ვორენის საჯარო ლექცია "ზეპირი ისტორია, როგორც კვლევის ინსტრუმენტი და მუზეოლოგია".

ლექციის ძირითადი თემაა ზეპირი ისტორია, როგორც ისტორიოგრაფიის ხარვეზების გამოსწორებისა და წარსულის აღდგენის საუკეთესო ხერხი. რობერტ ვან ვორენი საკუთარი გამოცდილების მაგალითზე განიხილავს ზეპირი ისტორიის მნიშვნელობას და ისაუბრებს პროგრამის "მეიდანის ზეპირი ისტორია" შესახებ. ლექციაზე ასევე განხილული იქნება მუზეოლოგიის მნიშვნელობა და ხერხები, თუ როგორ შეიძლება მუზეოლოგია იქცეს დემოკრატიაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარ ინსტრუმენტად.

რობერტ ვან ვორენი (1959) ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა ფედერაციის (FGIP) აღმასრულებელი დირექტორია. იგი სწავლობდა საბჭოთა კავშირის ისტორიას და 1977 წლიდან აქტიურად მონაწილეობს საბჭოთა ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობებში. წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა როგორც კურიერი და ჰუმანიტარულ დახმარებას აწოდებდა ბანაკებში, ციხეებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში.

ვან ვორენი სწავლობს მენტალურ ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებს საბჭოთა კავშირში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული წიგნი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია "დისიდენტებსა და სიგიჟეზე" (2009), "ცივი ომი ფსიქიატრიაში" (2010) და "ვერდავიწყებული წარსული - ჰოლოკოსტი ლიტვაში" (2011).

რობერტ ვან ვორენი არის ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტისა (კაუნასი, ლიტვა) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) პროფესორი, ასევე არის მოწვეული პროფესორი კიევის გრინჩენკოს უნივერსიტეტში.

საჯარო ლექცია იმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან, სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტსა (არისკი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.  

 

ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.

 

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 3