საჯარო ლექცია ,,გამოფენის მოწყობა მუზეუმში"

30 მაისი 2016 - 30 მაისი 2016
Share

30 მაისს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ამერიკელი სპეციალისტის ალან კნეზევიჩის საჯარო ლექცია „გამოფენების მოწყობა მუზეუმში".

ალან კნეზევიჩი წლების განმავლობაში იყო სმითსონის ინსტიტუტის მთავარი დიზაინერი, სმითსონის ინსტიტუტის აფრიკისა და აზიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე.

მას აქვს 30 წლიანი მუშაობის გამოცდილება აშშ-ს ეროვნულ მუზეუმთან, კერძო თუ სახელმწიფო მუზეუმებთან, კვლევით ცენტრებთან და სამხატვრო გალერეებთან. იგი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმების მენეჯმენტსა და სტრატეგიულ დაგეგმვაში, გამოფენების მოწყობაში, გრაფიკულ დიზაინსა და მარკეტინგში.

ლექცია ეწყობა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1.