ჩინგიზ ფარზალიევის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოება

13 მაისი 2016 - 13 მაისი 2016
Share

2016 წლის 13 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართა აზერბაიჯანის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიის კათედრის გამგის, პროფესორ ჩინგიზ ფარზალიევის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოების ცერემონია. მას ჯილდო გადაეცა ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.