პროგრამა ,,ცის მიზიდულობა"

19 აპრილი 2016 - 19 აპრილი 2016
Share

2016 წლის 19 აპრილს 13:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამა ,,ცის მიზიდულობა". პროგრამა შეიქმნა უდიდესი გამომგონებლის ალექსანდრე ქართველის გამოფენის ფარგლებში.  

პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ავიაციის ისტორიას მეცნიერების, ხელოვნებისა და მითოლოგიის ფარგლებში - ადამიანის სწრაფვა ცისკენ, ადამიანის სურვილი ფრენისკენ გვხვდება როგორც სხვადასხვა ხალხთა მითებში, ასევე აღორძინების ხანის გამომგონებელთან ლეონარდო და ვინჩისთან. პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა საფრენ აპარატებს, მათ ისტორიას, ცნობილ ავიაკონსტრუქტორებს, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ალექსანდრე ქართველს.  

პროგრამის ,,ცის მიზიდულობა" ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან სხვადასხვა  შემეცნებით-გასართობ  აქტივობაში, რომელიც გაიმართება ღია ცის ქვეშ, მუზეუმის ეზოში.

პროგრამის ავტორი დალი გოგორიშვილი. 

ხანგრძლივობა: 90 წუთი
ასაკი: 11 - 13 წელი
ფასი: 2 ლარი

პროგრამა ერთჯერადია, რაოდენობა შეზღუდული.