გურამ მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუციის შესახებ

06 აპრილი 2016 - 01 ოქტომბერი 2016
Share

 

გურამ მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი
ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუციის შესახებ

29 სექტემბერი - 1 ოქტომბერი 2016
თბილისი, საქართველო

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აწყობს სიმპოზიუმს, რომელიც ეძღვნება მსოფლიოში აღიარებული ქართველი ზღვის ძუძუმწოვრების პალეონტოლოგის - ბატონი გურამ მჭედლიძის (1931-2009) 85 წლის იუბილეს.

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იქნება ზეპირი მოხსენებები და პოსტერები ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუციის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, მათ შორის:

  • პალეონტოლოგია
  • ტაქსონომია და ფილოგენეზი
  • ანატომია
  • გენეტიკა
  • ფილოგეოგრაფია/პალეობიოგეოგრაფია
  • პალეოეკოლოგია და ევოლუციური ეკოლოგია
  • კოლექციები, პრეპარაცია, საველე გათხრები

სიმპოზიუმი გაიმართება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თბილისში 2016 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით. მისამართი: რუსთაველის გამზირი 3., თბილისი 0105, საქართველო.

რეგისტრაცია და აბსტრაქტების მიღება დაიწყო

               სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად მიყევით ბმულს: http://goo.gl/forms/DiW8HJuAb 
               აბსტრაქტის გამოსაგზავნად მიყევით ბმულს: http://goo.gl/forms/bbMDIbHQOY

ვადები

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა - 30 ივნისი
  • აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა - 30 ივნისი
  • სარეგისტრციო გადასახადის გადახდის ბოლო ვადა - 15 აგვისტო
  • სიმპოზიუმის საბოლოო პროგრამა - 15 სექტემბერი

სიმპოზიუმის წინასწარი პროგრამა

ოთხშაბათი, 28 სექტემბერი

მიღება და რეგისტრაცია საქართველოს მუზეუმის ცენტრალურ ჰოლში, საღამოს

ხუთშაბათი, 29 სექტემბერი

სამეცნიერო სესია მუზეუმის აუდიტორიაში

პარასკევი, 30 სექტემბერი

სამეცნიერო სესია მუზეუმის აუდიტორიაში, ხოლო კოლექციებზე სამუშაო სესია ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის ფონდში. საღამოს ვახშამი სიმპოზიუმის დასრულების აღსანიშნავად

შაბათი, 1 ოქტომბერი

საველე ექსკურსია სოფელ მეტეხში

კვირა, 2 ოქტომბერი

გამგზავრება

საორგანიზაციო კომიტეტი:

დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი
მაია ბუხსიანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი
პაველ გოლდინი, შმალჰაუზენის სახ. ზოოლოგიის ინსტიტუტი, კიევი
ირინა კორეცკი, ჰოვარდის უნივერსიტეტი, ვაშინგტონი  
მარკ უენი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, ფეირფაქსი, ვირჯინია

მიმაგრებული დოკუმენტები :
Symposium on the Evolution of Marine Mammals