ქეთი კაპანაძის წიგნის პრეზენტაცია – "What is love?"

10 მარტი 2016 - 10 მარტი 2016
Share

2016 წლის 10 მარტს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ქეთი კაპანაძის მონოგრაფიის "What is love?" პრეზენტაცია.   

პრეზენტაციას გაუძღვება წიგნის რედაქტორი, მხატვარი გია ეძგვერაძე.

წიგნი გამოსცა ცნობილმა გერმანულმა გამომცემლობამ "Verlag Kettler", რომელმაც რედაქტორობა შესთავაზე ქართველ მხატვარს გია ეძგვერაძეს. მან წიგნისთვის სტატიების დასაწერად მოიწვია ბონელი კრიტიკოსი ნოემი სმოლიკი, ბერლინის ნოიერ კუნსტფერაინის კურატორი კატრინ ბეკერი, ბრუკლინის პრატის უნივერსიტეტის ლექტორი დომინიკ ნახასი, და ლონდონელი კულტუროლოგი დევიდ ლილინგტონი.

ქეთი კაპანაძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში (1984-1990) აქტიურად მუშაობდა თანამედროვე რადიკალური ხელოვნების პრობლემებზე. 21-ე საუკუნის დასაწყისში იგი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც აქტიურად განაგრძო მოღვაწეობა. მას დასავლეთში ჰქონდა გამოფენები და პერფორმანსები ისეთ ცნობილ სამუზეუმო ინსტიტუციებთან როგორიცაა: ჰამბურგერ ბანჰოფი (ბერლინი), ნოიე ბერლინერ კუნსტფერაინი (ბერლინი), კუნსტ პალასი (დიუსელდორფი), მუზეუმ ამ ოსტფალ (დორტმუნდი), კუნსტმუზეუმ ბოხუმ (ბოხუმი) და სხვა.

ქეთი კაპანაძემ მოიგო არაერთი გრანტი და სტიპენდია. ბადენ ვუტენბერგის სტიპენდიით 2008-2009 წლებში ის ცხოვრობდა და მუშაობდა პარიზში. 2002 წელს გამომცემლობა Kerrer-მა გამოსცა მისი პირველი წიგნი "Not only hands but Shoulders". 

ამერიკელი არტ კრიტიკოსი გარი შვალბი 90-იანების დასაწყისში წერდა:
"The center of contemporary underground art in Russia has shifted to Georgia, and one of the most interesting artists to emerge from this new scene is concept artist Keti Kapanadze - the first Georgian artist to work with feminist topics" (Gary Schwalb).

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა.ფურცელაძის 1.