საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა

11 დეკემბერი 2015 - 11 დეკემბერი 2016
Share

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge" 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი დასახელდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულება საქართველოში. მუზეუმს გადაეცა სპეციალური ჯილდო „2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის".

მუზეუმი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის უკვე მეორედ დაჯილდოვდა. ღონისძიება 2015 წლის 11 დეკემბერს სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში" გაიმართა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაარსების დღიდან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე გასცემს საჯარო ინფორმაციას. 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების შესაბამისად მუზეუმში დაცული საჯარო ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე (www.museum.ge) პროაქტიული სახით და უზრუნველყოფილია ელექტრონული ფორმით ნებისმიერი პირის მოთხოვნის საფუძველზე. საჯარო ინფორმაცია გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების, ასევე საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად. ეროვნული მუზეუმი ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას მუდმივად ანახლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და ვადების დაცვით.