დევიდ ფლემინგის ლექცია „მუზეუმების სოციალური როლი"

27 ნოემბერი 2015 - 27 ნოემბერი 2015
Share

2015 წლის 27 ნოემბერს 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში  რეგიონული ვორქშოფის ფარგლებში წამყვანი სამუზეუმო ექსპერტი, ლივერპულის ეროვნული მუზეუმების გენერალური დირექტორი, ევროპის მუზეუმების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის მუზეუმების ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი დევიდ ფლემინგი გამართავს საჯარო ლექციას „მუზეუმების სოციალური როლი".

ღონისძიება ინიცირებული და ორგანიზებულია ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ და ეწყობა ICOM-ისა (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  მხარდაჭერით.   

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით. 

დასწრება თავისუფალია! 

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა 1.