ზაფხული სვანეთის მუზეუმში 2015

21 ოქტომბერი 2015 - 21 ოქტომბერი 2015
Share

2015 წლის ზაფხულში სვანეთის მუზეუმმა მრავალფეროვან ღონისძიებებს უმასპინძლა. მუზეუმში გაიხსნა საგანმანათლებლო ცენტრი, მედიათეკა, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის გამოფენა. ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებშიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე გაიმართა ,,საუბრები მუზეუმში", სპექტაკლები, საჯარო ლექციები და სხვა მრავალი საინტერესო აქტივობა. 

                                                                            ***

09.07.2015 კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის მერილინ კელი-ბუჩელატის ლექცია ,,ქარბორბალის ცენტრში. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება ტელ-მოზანში, სირია, 2011-2015 წლები".

11.07.2011 საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დარეჯან გოგაშვილმა ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებთან წაიკითხა ლექცია ,,როგორ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ხელნაწერ და ნაბეჭდ წიგნებს".

14.07.2015 რუსთაველის თეატრის სპექტაკლი ,,სტუმარ-მასპინძელი" მუზეუმის ეზოში.

24.07.2015 საგანმანათლებლო პროგრამა ,,კერამიკის რესტავრაცია".

26.07.2015 საგანმანათლებლო პროგრამა ,,ქართული მონეტები".

27.07.2015 საუბრები მუზეუმში - ,,ბიზანტიური ხელოვნება: გამოფენა და გამოცდილება", ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი გლენ პირსი.

28.07.2015 საგანმანათლებლო პროგრამა ,,ქართული მონეტები".

29.07.2015 საგანმანათლებლო ცენტრის, მედიათეკისა და გურამ თიკანაძის გამოფენის გახსნა. 

29.07.2015 საუბრები მუზეუმში: ,,რაზე მოგვითხრობენ სვანეთში აღმოჩენილი მონეტები", მაია პატარიძე. 

31.07.2015 ლეგენდარული მთამსვლელების, ალექსანდრა, სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი ,,მთების ბალადა" რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის შესრულებით.

04.08.2015 საუბრები მუზეუმში: ,,ხითხუროობის ტრადიციული ხერხები და სამუზეუმო რესტავრაცია-კონსერვაციის პრაქტიკა", ვახტანგ ხოშტარია.

04.08.2015 საგანმანათლებლო პროგრამა ,,მოვუაროთ ბუნებას", გია თოდუა.

07.08.2015 ცნობილი ქართველი მთამსვლელის, ილია გაბლიანისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო.

მეტი ფოტოების სანახავად დააჭირეთ აქ