სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2016" კონკურსის კანდიდატად დასახელდა

16 სექტემბერი 2015 - 16 სექტემბერი 2016
Share

ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით და მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის მუზეუმების მასშტაბით. ჯილდო ხელს უწყობს ინოვაციურ პროცესს სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს და კოლექციებზე უფრო ახდენს ფოკუსირებას, ვიდრე მათ გამოყენებაზე საზოგადოების მოთხოვნების საპასუხოდ. 

ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.

ევროპის საბჭოს მუზეუმის პრიზი წარმოადგენს უნიკალურ ჯილდოს და მიზნად ისახავს თვალსაჩინოდ წარმოაჩინოს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საჭიროება, როგორც ფაქტორი, რომელიც აერთიანებს ევროპის საბჭოს 24 წევრ ქვეყანას. 

,,ევროპის წლის მუზეუმი - 2016" კონკურსის ნომინანტები